საშარდე გზების ინფექცია (UTI), ანუ შარდის ინფექცია, არის ინფექცია საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში: შარდის ბუშტში, მილში, რომლითაც შარდი ორგანიზმიდან გამოდის (შარდსადენი არხი, ანუ ურეთრა), ან თირკმლებში. მას ჩვეულებრივ იწვევს განავლიდან მოხვედრილი ბაქტერიები, რომლებიც საშარდე გზებში ხვდება.
საშარდე გზების ინფექცია სიხშირით ორგანიზმის მეორე ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ქალებს ის დაახლოებით ოთხჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს, რადგან ქალებს უფრო მოკლე შარდსადენი არხი აქვთ, რომელიც ანუსთან ახლოსაა.
- შარდის ბუშტის ინფექცია (ცისტიტი) ყველაზე ხშირი სახეა.
- თირკმლის ინფექცია (პიელონეფრიტი) უფრო იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზული და დროულ მკურნალობას საჭიროებს.
საშარდე გზების ინფექციების უმეტესობა ადვილად იკურნება და ბევრი სწრაფად გადის.


